პატარების თვალით დანახული ექსპონატები

* საგამოფენო დარბაზები გადაიქცევა პატარების სახელოსნოდ. თავიანთი ფანტაზიის გამოყენებით ბავშვები შეეცდებიან საკუთარი ხელით შექმნილი ჩანახატებით მიუახლოვდნენ ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძისა და სხვა მხატვრების ორიგინალ ნახატებს, რომლებიც ხელოვნების სასახლეშია დაცული.

* გარდა სახვითი ნამუშევრების შექმნისა, ბვშვები შეეცდებიან გამოფენილ ექსპონატებზე საკუთარი შეხედულებები ფურცლებზე ჩანახატის სახით გადმოიტანონ.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 5 ლარი
დრო:ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 სთ.
ტელ:+995 (32) 95-36-86  მობ: 555-78-94-24
მის. „ხელოვნების სასახლე“ . კარგარეთელის . №6