„ქართული ანიმაცია-ცოცხალი ფერების საიდუმლო

* ბავშვები მოისმენენ ისტორიას ქართულ ანიმაციაზე და მათ შემქმნელებზე. გაეცნობიან სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ მულტფილმის ესკიზებს, რომლებიც დაცულია ხელოვნების სასახლეში.

* ნახავენ ქართულ ანიმაციურ ფილმებს (ასაკის გათვალისწინებით).

* პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს. სხვადასხვა მულტფილმის ესკიზის დახმარებით ან საკუთარი ფანტაზიით მონაწილეს შეუძლია დახატოს ფილმის გმირები.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 5 ლარი
დრო:ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.10:00-17:00 სთ.
ტელ:+995 (32) 95-36-86 მობ:555-78-94-24
მის. „ხელოვნების სასახლე“ . კარგარეთელის . №6