რუკაზე ასახული საქართველო

საგანამანათლებლო პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები იმოგზაურებენ რუკების ჯადოსნურ სამყაროში. ნახავენ უნიკალურ გამოცემებს და მოისმენენ საქართველოს საზღვრების ისტორიას.

დაათვალიერებენ იმ უნიკალური რუკების კოლექციას, რომელიც უკავშირდება საქართველოს, და დაცულია ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აგრეთვე ნახავენ უცხოელი მოგზაურების მიერ შედგენილ ნახაზებს სადაც კარგად მოჩანს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ჭეშმარიტი ისტორია.

ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ უყურონ 15 წუთიან შემეცნებით პოპულარულ ფილმს საქართველოს ისტორიული საზღვრების შესახებ.

პრაქტიკულ ნაწილში მოუწევთ თვითონ შექმნან საქართველოს რუკა. მოცემული ექნებათ რუკის კონტური, სადაც უნდა ჩასვან მხარეები და ქალაქები.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!

პროგრამები განკუთვნილია:სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 5 ლარი
დრო:ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 სთ.
ტელ:+995 (32) 95-36-86 მობ:555-78-94-24
მის. „ხელოვნების სასახლე“ . კარგარეთელის . №6