სააფიშო ფონდი

სააფიშო ფონდი მუზეუმის დაარსებისთანავე შეიქმნა და მასში 70 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. ფონდის მცირე ნაწილი, დაახლოებით 4 000 ექსპონატი (რევოლუციამდელი პერიოდი), დახარისხებულია ქრონოლოგიური პრინციპით. რევოლუციამდელი პერიოდის ფონდები მდიდარია როგორც პროფესიული ქართული და არაქართული თეატრებისა და პროფესიონალ თეატრალურ მოღვაწეთა: ვანო სარაჯიშვილის, ვასო აბაშიძის, მაკო საფაროვა-აბაშიძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, გიორგი ფრონისპირელისვალერიან გუნიასნატო გაბუნიასიუზა ზარდალიშვილისკოტე მესხის, თეოდორ შალიაპინის, მოსკოვის საიმპერატორო თეატრის მსახიობებისა და სხვათა შემოქმედების ამსახველი აფიშებით, ასევე სცენისმოყვარეთა დრამატული წრეებისა და სახალხო თეატრების შემოქმედების ამსახველი მასალით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რევოლუციამდელი და რევოლუციის შემდგომი პერიოდის საოპერო თეატრის ფონდი, რომელიც 1871 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ამ ფონდში დაცული აფიშები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს, რადგან 1973 წელს ხანძრის შედეგად ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმი მთლიანად განადგურდა და საცავებში დაცული აფიშების დიდი ნაწილი ჩვენამდე შემონახული ერთადერთი ეგზემპლარებია. ფონდი მოიცავს სახაზინო თეატრში, ზუბალაშვილის სახალხო სახლში, ნიკიტინის ცირკშივერისორთაჭალისავჭალისავლაბრის, მუსულმანთა აუდიტორიებში, ხელოსანთა კლუბებში და სხვა სცენებზე გამართულ წარმოდგენებს.

ფონდი მდიდარია ქართული კინემატოგრაფიის _ მხატვრული, დოკუმენტური თუ მულტიპლიკაციური კინოს ისტორიისა და განვითარების ამსახველი მხატვრული აფიშებით.