მუსიკის ფონდი

მუსიკის ფონდში თავმოყრილია მუზეუმის ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია: უძველესი ფირფიტების გვერდით აქ ინახება თანამედროვე კინოსა და მუსიკის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.

ფონდში დაცული 2503 ექსპონატი ასახვს საქართველოში აუდიომატარებლების განვითარების ისტორიას. აქ ინახება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხმისჩამწერი სტუდიების Disco Pate-ს, Concert Report-ისა და Gramaphone-ის მიერ ჩაწერეილი ცვილის ლილვაკები, ფირფიტები, აუდიოკასეტები და თანამედროვე CD დისკები. ფონდი მოიცავს საოპერო, სათეატრო, რადიო და სატელევიზიო აუდიო და ვიდეო მასალას. დაცულია საოპერო ხელოვნების უბადლო შემსრულებელთა ფირფიტები, ასევე რადიოსპექტაკლების ჩანაწერები, საგალობლები, ცვილის ლილვაკებზე ჩაწერილი ექსპედიციის მასალები.