ფოტო და ფოტონეგატივების ფონდი

ფოტო და ფოტონეგატივების ფონში 100 000-მდე ექსპონატია დაცული. ეს არის ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი მასალა XIX საუკუნის II ნახევრიდან დღემდე. უმდიდრეს ფოტომასალასთან ერთად ფონდში დაცულია უნიკალური მინის ნეგატივები, რომლებზეც აღბეჭდილია ქართული და უცხოური თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის განვითარების ისტორია. აქვე ინახება მსახიობთა და რეჟისორთა პირადი არქივები, (ვასო აბაშიძელადო ალექსი-მესხიშვილიმაკო საფაროვაელისაბედ ჩერქეზიშვილიკოტე მესხი, სანდრო ახმეტელი, კოტე მარჯანიშვილივასო ყუშიტაშვილი და სხვ.)

ფონდში დაცულია პირველი ქართული თეატრალური დასების მოღვაწეობისა და დადგმების ფოტომასალა: ცოცხალი სურათები “ვეფხისტყაოსნიდან”, სცენები სპექტაკლებიდან: “სამშობლო”, “და-ძმა”, “გაყრა”, “ხანუმა”, “მზის დაბნელება საქართველოში”, “მეფე ლირი”, “ჰამლეტი” და სხვა; ასევე ვრცლადაა წარმოდგენილი ოპერისა და ბალეტის, საქართველოში არსებული იტალიური და რუსული ოპერებისა და სახალხო თეატრების მოღვაწეობის კადრები. აქვეა პირველი ქართული ხალხური გუნდებისა და კომპოზიტორების ფოტოები. მუზეუმის ფოტოფონდი მდიდარია პირველი ქართული ფილმების კინოკადრებით: ქრისტინეაკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმშიარსენა ჯორჯიაშვილიჩემი ბებიაამოკი, „საბა“, უკანასკნელი მასკარადი. ფოტო და ფოტონეგატივების ფონდში ინახება ივანე პერესტიანისალექსანდრე წუწუნავასნიკოლოზ შენგელაიასვლადიმერ ბარსკისმიხეილ ჭიაურელისალექსანდრე დიღმელოვისრეზო ჩხეიძისთენგიზ აბულაძისგიორგი და ელდარ შენგელაიების და სხვათა პირადი არქივები, სადაც დაცულია როგორც ფოტო, ისე კინომასალები. მრავლად არის რევოლუციის შემდგომი პერიოდის საოპერო და თეატრალური დადგმების კადრები, რომელიც აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სესილია თაყაიშვილის, სერგო ზაქარიაძის, უშანგი ჩხეიძის, ვასო გოძიაშვილის, ალექსანდრე ჟორჟოლიანის და სხვათა შესახებ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

ფონდში დაცულია XIX საუკუნის საქართველოში ეროვნული უმცირესობებისა და დიასპორების კულტურული მოღვაწეობის ამსახველი უმდიდრესი ფოტომასალა.

აქვე ინახება მდიდარი ფოტომასალა, რომელზეც აღბეჭდილია სათეატრო შენობების ხედები, საქართველოს ფილარმონია, ცირკი, მათი გასტროლები, ყრილობები, ორკესტრები, კვარტეტები, ანსამბლები, დეკადები. ფონდი მდიდარია ცნობილ ფოტოგრაფთა დიმიტრი ერმაკოვისალექსანდრე როინაშვილისედუარდ კლარისალექსანდრე მიხაილოვისვლადიმერ ბარკანოვისალექსანდრე გერმანისაბრამ ნორდშტეინის მიერ გადაღებული მასალით, სადაც გვხვდება როგორც ტიპაჟები და სცენები სპექტაკლებიდან, ისე ისტორიული ძეგლები და სხვ. აქვეა XIX საუკუნის მე-II ნახევრის და გასული საუკუნის ღია ბარათების მდიდარი კოლექცია.