ბიბლიოთეკისა და რარიტერული გამოცემათა ფონდი

საკმაოდ მდიდარი და მრავალრიცხოვანია მუზეუმის ბიბილიოთეკისა და რარიტერულ გამოცემათა ფონდი. მასში დაცულია 32000-მდე ექსპონატი. ფონდის ძირითადი ნაწილი შედგება წიგნებისაგან ქართულ და რუსულ ენებზე თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, ხელოვნების, ისტორიის და რელიგიის შესახებ. ასევე არის დაცული მხატვრული ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, პიესები. ფონდში ინახება სამასამდე სანოტო წიგნი. ასევე სხვადასხვა დასახელების ჟურნალ-გაზეთები. უნიკალურ საგანძურს წარმოადგენს სასახლის მკვიდრთა წიგნადი კოლექცია, რომელიც დადიანებისა და ოლდენბურგელების ბიბლიოთეკის ნაწილს წარმოადგენს, გამოცემები 1633-1639 წლებით თარიღდება

ფონდში უხვადაა რარიტერული გამოცემები როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე. ჟურნალ–გაზეთები თეატრი და ცხოვრება (19101914-17, 1923-24), ნიშადური (1917-1918 წ.წ.), საფირონი (1924 წ.), დურუჯი (1926 წ.), ტარტაროზი (1927-1928 წ.წ.), H2CO4 (1924 წ.), მომავალი (1920 წ.), ერობა (1920 წ.), უშბა (1926 წ.), მეოცნებე ნიამორები (1923 წ.), დროშა (1924-1925 წ.წ.), მიზანი (1927 წ.), პირამიდები (1924 წ.), ალმანახი (1925 წ.), გრდემლი (1923 წ. და 1927 წ.), ფასკუნჯი (1908 წ. და 1910 წ.), ჩვენი თეატრი (1912 წ.), ეშმაკის მათრახი (1919-1920 წ.), სახალხო ფურცელი (1914 წ.), სახალხო გაზეთი (1910 წ.), მათრახი(1915 წ.), ლახტი (1912 წ.), კვალიივერია.

ფონდში ინახება უძველესი საგალობლები და სანოტო წიგნები. აქვე წარმოდგენილია წიგნები ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით .