ხელნაწერთა ფონდი

ხელნაწერთა ფონდი მოიცავს საქართველოში არსებული ყველა თეატრის შეახებ არსებულ დოკუმენტებს, პროგრამებს, სხვადასხვა მოღვაწეთა პირად ხელნაწერებსა და ჩანახატებს. აღნიშნული კოლექცია 1861 წლიდან გამუდმებით ივსება.ფონდში თავმოყრილია საქართველოში მოღვაწე მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა და ხელოვნების მუშაკთა 40 ათასამდე ხელნაწერი, აქვე ინახება იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მიერ გაცემული სიგელი, სამეგრელოს მთავრებისა და დედოფლების გრიგოლ დადიანის, ნინო და მარიამ დადიანების ხელმოწერილი გუჯრები, საფრანგეთის პრინცესა სალომე დადიანის პირადი მიმოწერა, აგრაფინა ჯაფარიძე-ზარნიკაუსა და კონსტანტინე ოლდენბურგელის ბარათები გერმანულ ენაზე. ფონდში დაცული არქივები მდიდარი და მრავალფეროვანია: გვხვდება როგორც პირადი და საქმიანი მიმოწერა, ისე ჩანაწერები, სცენარები, დღიურები, ლექსების კრებულები, პიესები, სანოტო რვეულები, პარტიტურები და სხვ.

ხელნაწერთა ფონდში დაცულია ვაჟა-ფშაველასაკაკი წერეთლისგალაკტიონ ტაბიძისიოსებ გრიშაშვილისივანე მაჩაბლის და სხვათა ხელნაწერები. კოლექციებადაა დაცული ვანო სარაჯიშვილისუშანგი ჩხეიძისაკაკი ხორავასაკაკი ვასაძისმიხეილ ჭიაურელისვერიკო ანჯაფარიძისსერგო ზაქარიაძისსესილია თაყაიშვილის და სხვათა არქივები.

ასევე წარმოდგენილია უცხოელი მოღვაწეების პეტრე ჩაიკოვსკისთეოდორ შალიაპინისდიმიტრი შოსტაკოვიჩისმიხეილ იპოლიტოვ-ივანოვისხელნაწერები. პირადი არქივების გარდა ფონდში ინახება თბილისის კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრების მნიშვნელოვანი მასალები. თელავისქუთაისისბათუმის და სხვა რაიონული თეატრების უძველესი პროგრამები. ასევე აფხაზეთის ქართული და აფხაზური დასების, ოსეთის, აზერბაიჯანის, სოხუმის თეატრების ისტორიები და პროგრამები.

კორპორაცია დურუჯის უნიკალური დოკუმენტები და თბილისის სახაზინო თეატრების პროგრამები. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისისტორიის ამსახველი მასალები, თბილისის დრამატული საზოგადოების პროგრამები (1893-1903), რომლებიც აბრეშუმის ფერად ქსოვილებზეა დაბეჭდილი. ფონდში ასევე დაცულია ქართულ და რუსულენოვანი კინოს სცენარები, გადაღების ამსახველი ჩანაწერები.