ნანა ყაულაშვილის თოჯინების სამყარო

ნანა ყაულაშვილის თოჯინების სამყარო

     

    24 დეკემბერს 19:00 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიმართება ნანა ყაულაშვილის ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა.

    პროფესიით  ექიმი-ოფთალმოლოგი უკვე  24 წელია არაუჩვეულებრივად ითავსებს მეთოჯინის ხელოვნებას. მის ნამუშევრებს შეხვდებით არ მხოლოდ საქართველოს, არამედ მიუნსტერის, პრაღის და ბაქოს საერთაშორისო გამოფენებში. 
    სასახლეში წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოები, ნახატები, კოლოფები, 10-მდე ნაქარგობა და 60-მდე თოჯინა,რომლებსაც ავტორი იაპონური, პოლიმელური მასალისგან ამზადებს და ძველებური სამოსით მოსავს. მნახველის ყურადღებას იპყობს თოჯინების კეთილი, მშვიდი გამომეყტყველება.

    ხელოვნების სასახლე ზღაპრულ სამყაროს 15 თებერვლამდე უმასპინძლებს.