წიგნის ’საქართველოს ილუსტრირებული ისტორია’ პრეზენტაცია

 წიგნის ’საქართველოს ილუსტრირებული ისტორია’ პრეზენტაცია

    28 აპრილს 19:00 საათზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში 24 ტომეულის „საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის“ მეშვიდე ტომის „ქართული კინო და თეატრის“  პრეზენტაცია გაიმართა.

    წიგნის ავტორი ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კალანდიაა. 

    წიგნი გამოსცა ”გამომცემლობა პალიტრა L“მა.

    საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს. წიგნები  გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად იყიდება. სერია  ყველა ასაკის ადამიანისთვის, ოჯახის ყველა წევრისთვის არის განკუთვნილი.

    წიგნების ამ სერიის შესაქმნელად მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგების თუ ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი 3 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა და შრომობს დღესაც...