მუზეუმების საერთაშორისო დღე

მუზეუმების საერთაშორისო დღე

    18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 20 საათზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების სასახლეში, სამეგრელოს მთავართა-დადიანების სასახლიდან  გადმოტანილი უნიკალური საგანძურის გამოფენა გაიხსნა.

    უკვდავთა ბაღში გაიმართა კოსტუმირებული კარნავალი, რომელიც დასრულდა გრანდიოზული ფეიერვერკით.

     ექსპოზიცია უნიკალურია მისი ვიზუალური მახასიათებლებითა და მსოფლიო მნიშვნელობით. ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სამაგიდო მოწყობილობა, ნიკო დადიანის სასახლისეული ფაიფურის ჭურჭელი, ფრაჟეს შანდლები, გრავიურები, საომარი იარაღი დავით დადიანის უნიკალური კოლექციიდან- ხმლები, დამბაჩები, სატევარა, დადიანების დინასტიის საოჯახო ფოტოები, ეს არის არსრული ჩამონათვალი იმ განძეულისა, რომელიც ხელოვნების სასახლეში გარკვეული პერიოდით დაიდებს ბინას.

      განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ნაპოლეონ I-ის   (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ანატომიის პროფესორმა, ფრანჩესკო ანტომარკმა 1833 წელს პარიზში ჩამოასხმევინა. აღსანიშნავია, რომ ნიღაბი საქართველოში სალომე დადიანი-მიურატის მეშვეობით აღმოჩნდა.