თეიმურაზ ფაფერაშვილის პერსონალური გამოფენა

18 იანვარს, ხელოვნების სასახლეში ხელოვნებადმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ თეიმურაზ ფაფერაშვილის პერსონალურ გამოფენა გაიხსნა. 
ექპოზიციაზე წარმოდგენილი 34 ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციებს, თეატრალური კოსტუმების ესკიზებს, თავისუფალ თემებზე შექმნილ ჩანახატებსა და სხვა მეტად საინტერესო გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს. 
 ამბობს რომ ხატვა მისი ჰობია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზ ფაფერაშვილს აკადემიური მხატვრული განათლება არ მიუღია მისი ნამუშევრები პროფესიონალური შესრულებითა და ფერთა საინტერესო შერწყმით ხასიათდება. 
1998 წლიდან, თეიმურაზ ფაფერაშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელია და მას ტელევიზიაში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 24 იანვრამდე გაგრძელდება.