პიკასო, კანდინსკი, რუბო, გაბაშვილი.. მსოფლიო შედევრები ხელოვნების სასახლეში

18 თებერვალს, ხელოვნების სასახლეში უპრეცენდენტო გამოფენა გაიხსნა. მუზეუმის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საგამოფენო დარბაზში პიკასოს, კანდინსკის, რუბოს, ფებერის, გაბაშვილისა და, მაქსიმილიან ლუსის მსოფლიო შედევრები გამოიფინა. ფერწერული ტილოები კერძო კოლექციონერ დავით კობახიძეს ეკუთვნის და თითოეული მათგანი სოტბის, ქრისტის და სხვა მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე იქნა შეძენილი. 

ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში შეეძლება.