გამოფენა "ანბანთქება"

გამოფენა "ანბანთქება"

    27 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნერო ფონდის ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების სასახლეში გამოფენა სახელწოდებით „ანბანთქება“ (ქართული კალიგრაფიის თანამედროვე მიღწევები) გაიხსნა.

    ექსპოზიცია ორი ქართველი კალიგრაფის ოთარ მეგრელიძისა და გიორგი სისაურის შემოქმედებას აერთიანებს და ფართოს საზოგადოებას ავტორთა მიერ შესრულებული ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშებს წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ ორივე ავტორის ხელოვნებამ მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში აღიარება უკვე მოიპოვა.

    მიმდინარე წელს კი ხელოვნების სასახლისა და ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხელოვანთა მიერ მომზადებული რამდენიმე ილუმინირებული კალიგრაფიული ნიმუში ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში გაიგზავნება და მოხატულ ხელნაწერთა ფონდში განთავსდება, სადაც სამწუხაროდ დღემდე არცერთი ქართული ილუმინირებული ხელნაწერი არ იყო დაცული.

     

    გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 კვირა გაგრძელდება.