17 თებერვალს 19:00 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ გიორგი გეგეჭკორის შემოქმედებითი სახელოსნოს გამოფენა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი გეგეჭკორის, თამარ მინაშვილის, თორნიკე ტყემალაძის და ნატალია ლაშხის ნამუშევრები, რომლებიც შესრულებულია „ვეფხისტყაოსანის“, ასევე ვახტანგ გორგასალთან დაკავშრებული ბატალური სცენების და ზოგად ისტორიულ მოტივებზე.