’საშობაო ზღაპარი’

 ’საშობაო ზღაპარი’

     

      საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში ცნობილი მხატვარისა და ილუსტრატორის ნინო ჩაკვეტაძის გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა და შეეძინა როგორც მხატვრის ასევე ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები: მოსაწვევი ბარათები, შუშის პატარა ანგელოზები,ხელნაკეთი თოჯინები.ამ ყველაფერს თან ახლდა XIXსაუკუნის სტილის საახალწლოდ გაშლილი სუფრა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია სტუმრებში. იყო ისეთი უნიკალური ექსპოზიცია როგორებიცაა: დავით სარაჯიშვილის ,,ღვინის ბოკალი", იაკობ გოგებაშვილის ჭურჭელი, ეკატერინე ჭავჭავაძის ,,ვერძი" და სხვა.