ანა ბაგრატიონის პორტრეტის პრეზენტაცია

ანა ბაგრატიონის პორტრეტის პრეზენტაცია

     საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების სასახლეში ანა ბაგრატიონის პორტრეტის პრეზენტაცია გაიმართა. ნამუშევარი ცნობილი მხატვრის ილია რეპინის მიერაა შექმნილი და იგი ხელოვნების სასხლეს ცნობილმა რუსმა მკვლევარმა და საზოგადო მოღვაწემ იგორ ობოლენსკიმ გადასცა. გარდა ამისა, გაიმართა იგორ ობელენსკის წიგნის ,,სილამაზის ბედისწერა" პრეზენტაცია, რომელშიც შეტანილია ანა ბაგრატიონის ბიოგრაფია.