29 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში ფილმის "ზაქარია ფალიაშვილი" პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტური ფილმი, გიორგი კალანდიას ავტორობით, არტარეას ბაზაზე, კომპანია ბორჯომის მხარდაჭერით მომზადდა.
პრეზენტაციას მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მუსიკათმცოდნეები და მუსიკის მოყვარულები დაესწრნენ.