კუკური მეტრეველის ფოტოგამოფენა -’მთვარე მზიანი ჯავახეთი’

 კუკური მეტრეველის ფოტოგამოფენა -’მთვარე მზიანი ჯავახეთი’

    თბილისში პირველად ჯავახეთისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა ხელოვნების სასახლეში გაიხსნა, ჯავახეთის ისტორიული წარსულისა და რეგიონში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ასეთი მასშტაბური ექსპოზიცია დამთვალიერებელს მანამდე არ უხილავს.

    გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო კუკური მეტრეველის უნიკალური ფოტოკოლექცია, სხვადასხვა წლებში გადაღებული 160 ფოტო. ავტორი აღნიშნულ ფოტოკოლექციას წლების განმავლობაში აგროვებდა, უხდებოდა უამრავი დაბრკოლების გადალახვა. ფოტოებზე ასახულმა ბევრმა ისტორიულმა ძეგლმა დღეს სახე იცვალა.

    ვანის ქვავების, ხერთვისის ციხის, ფოკანის ქარვასლის, კუმურდოს, წუნდის ტაძრის, უცნობი ნამოსახლარების და სხვა უამრავი, ბევრისთვის აქამდე უცნობი ისტორიული ადგილების,  ძველი წელთაღრიცხვით და შუასაუკუნეებით დათარიღებული ციხეების, ტაძრების და ეკლესიების ფოტოები, რომელთა დახმარებით დამთვალიერებელმა ხელმეორედ იმოგზაურა საქართველოს ულამაზეს მხარეში.