27 თებერვალს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელის, ბალეტმეისტერისა და სახალხო არტისტის ვახტანგ ჭაბუკიანის საიუბილეო საღამო გაიმართა. საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ენახა ხელოვნაის შემოქმედების ამსახველი უნიკალური კადრები. სპეციალურად აღნიშნული დღისათვის ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა სპექტაკლიდან შეასრულეს რამოდენიმე კომპოზიცია.