რუსუდან ფეტვიაშვილის პესონალური გამოფენა ’ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი’

რუსუდან ფეტვიაშვილის პესონალური გამოფენა ’ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი’

    25 აპრილს 18 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში, რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ‘ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი’ გაიხსნა. გამოფენა მამის მოქანდაკე ვახტანგ ფეტვიაშვილის ხსონვნას ეძღვნება.

     ხატვის გამორჩეული სტილით რუსუდან ფეტიაშვილმა მსიფლიო ბავშვობიდანვე აალაპარაკა. ხატვა 2 წლისამ დაიწყო. 6 წლის ასაკში თბილისში მისი პირველი გამოფენა მოეწყო, რასაც მოჰყვა მოსკოვი, ვენა, ბუდაპეშტი, მადრიდი, ლონდონი, აშშ და სხვა.

    აღსანიშნავია, რომ მხატვარს დამსახურებული ადგილი უკავია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნში- ‘XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი’. მისი მონაწილეობით შეიქმნა წმინდა სამების დიდ საკათედრო ტაძარში დაბრძანებული უდიდესი წმინდა ოთხთავის უნიკალური ხელნაწერის ეგზემპლიარი. მის მიერ ილუსტრირებულ ‘ვეფხისტყაოსანს’ ‘უსიტყვო პროზასაც’ უწოდებენ.

    ხელოვნების სასახლეში ექსპოზიცია 2 კვირა გაგრძელდა.