1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 15 საათზე, ხელოვნების სასახლეში მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი საბავშვო პროექტის ‘ქართული ანიმაციის’ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.
3 თვის განმავლობაში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოზარდებს საშუალება ჰქონდათ ქართული ანიმაციის ისტორიისა და მისი განვითარების ეტაპების გაცნობის შემდეგ, საკუთარი შთაბეჭდილებები ფურცელზე გადმოეტანათ. 2500-მდე ნამუშევრიდან , შეირჩა 350 საუკეთესო, რომლებიც 1 ივნისს ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში გამოიფინა. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდა საუკეთესოთა შორის საუკეთესო 41 ნამუშევარი, რომლებიც დაჯილდოვნენ სიგელებითა და საჩუქრებით.