ზეიკო ბოცვაძის ბარელიეფი ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში

ზეიკო ბოცვაძის ბარელიეფი ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში

    7 ივნისს,კულტურისა და ძეგთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში, საქართველოს დამსახურებული არტისტ, ზეიკო ბოცვაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

    უკვდავთა ბაღში ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა რიცხვს კიდევ ერთი ბარელიეფი შეემატა. შეკრებლმა საზოგადოებამ მსახიობის დამსახურება და შემოქმედება გაიხსენა, მან გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში და მოახერხა თავისი სახასიათო და შთამბეჭდავი როლებით თავი ქართველი მაყურებლისათვის განსაკუთრებულად დაემახსოვრებინა. გამორჩეულია მის მიერ განსახიერებული როლები ფილმებში: მონანიება’, ‘ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი’, ‘იავნანა’, ‘ჩაკლული სული’, ‘პალიასტომი’ და მრავალი სხვა...