11 ივნისს ხელოვნების სასახლეში ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისათვის ინფო-ტური გაიმართა. სტუმრება დაათვალიერეს როგორც მუდმივი ასევე დროებითი საგამოფენო დარბაზები, გაეცვნენ სასახლის ისტორიულ წარსულს და მის სამომავლო გეგმებს. შეხვედრის შედეგად ნათლად გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი სურვილი, რათა უცხოეთიდან შემოსულ ტურისტებს მიეცეთ საშუალება ხელოვნების სასახლის სახით კიდევ ერთი უნიკალური კულტურული სანახაობა მოინახულონ.