გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები ხელოვნების სასახლეში

 გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები ხელოვნების სასახლეში

    18 ივნისს, ხელოვნების სასახლეს, გერმანიის კულტურის ატაშე ქრისტოფერ ფრონცეკი და კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი თეა ვარდოსანიძე ესტუმრნენ. გერმანელი მხატვრების (Paul Von Franken, Franz Kruger, Fhridrikh Frish, Irina Shtenberg) ნამუშევრების დათვალიერების შემდგომ სტუმრებმა დაათვალიერეს სასახლეში წარმოდგენილი სხვადასხვა უნიკალური ნივთი, რომლებიც ხაზს უსვამენ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან კულტურულ ურთიერთობებს, მათ შორის იყო პრინც ოლდენბურგის ბიბლიოთეკაში შემავალი 16-ე საუკუნის გერმანული წიგნები.
    როგორც ხელოვნების სასახლის ასევე გერმანიის საელჩოს მხრიდან ნათლად გამოიხატა სამომავლო კულტურული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სურვილი.