გიული ჭოხონელიძის ბიუსტი ხელოვნების სასახლეში

გიული ჭოხონელიძის ბიუსტი ხელოვნების სასახლეში

    26 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების სასახლეში სახალხო არტისტის, გიულიჭოხონელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ცხოვრების ფურცლები“ გაიმართა. საღამო ჩატარა კომპანია„სევენთის“ ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისისმერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
    მუზეუმის ტერიტორიაზე გამოიფინა ხელოვანის სარეჟისორო და სამსახიობო მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, აფიშები, ფოტოები პირადი საოჯახო ალბომიდან, ასევე ანთიმოზ ივერიელისა და ბაგრატიონის კინო-კოსტიუმები, რაც სახსოვრად გადაეცემა მუზეუმს.
    უკვდავთა ბაღში გაიხსნა გიული ჭოხონელიძის ბიუსტი, რომლის ავტორია მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი. დამსწრე პუბლიკას საშუალება ჰქონდა მოესმინა აუდიო ჩანაწერი ავტობიოგრაფიული წიგნიდან „ ჩემი ცხოვრების ფურცლები “, რომელიც წაიკითხეს ბატონი გიულის შვილიშვილებმა.
    ცნობილ ქართველ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს გიული ჭოხონელიძეს წელს 86 შეუსრულდებოდა. მას გადაღებული აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი, ერთი დოკუმენტური და ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმი: „ქოჩორა“, „გაზაფხულის საღამო“, „წინაპართა მიწა“, „ბაგრატიონი“, „სპირალი“, „ანთიმოზ ივერიელი“. სხვადასხვა ფესტივალებზე მიღებული აქვს პრიზები და ჯილდოები. გიული ჭოხონელიძემ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიებში 60-მდე მთავარი როლი განასახიერა. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები. გიული ჭოხონელიძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელმაც პირველ საბჭოთა ოსკაროსან ფილმში „ომი და მშვიდობა“ შეასრულა პეტრე ბაგრატიონის როლი.