ნიკა ცისკარიძის საჩუქარი ხელოვნების სასახლეს

 ნიკა ცისკარიძის საჩუქარი ხელოვნების სასახლეს

    ნიკა ცისკარიძეს საზოგადოება იცნობს როგორც მსოფლიო ბალეტის ცისკრის ვარსკვლავს...
    29 ივნისს, კულტურის სამინისტროს ხელოვნების სასახლემ ხელოვანისაგან პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტიდან ’მძინარე მზეთუნახავი’ პრინც დეზირეს ოქროსფერი კოსტუმი მიიღო, რომლითაც იგი 1997წლის 2 აპრილს პირველად წარსდგა დიდი თეატრის სცენაზე.
    გარდა საჩუქრის გადაცემისა, ნიკა ცისკარიძემ მისი სასცენო მოღვაწეობის შემაჯამებელი ფოტოალბომში „ცისკრის ვარსკვლავი“ ხელოვნების სასახლეს, ის ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარა, რომელიც მუზეუმში მის პირველ ვიზიტს მოჰყვა .