საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და კულტუროლოგიური კვლევის ასოციაციის
ორგანიზებით 2015 წლის 13-16 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე ხორციელდება ტრეინინგები საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებისათვის თემაზე:
„მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვის (Fundraising) საკითხები“. პროექტი აგრძელებს საქართველოს მუზეუმების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით და
არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზატორობით 2008-2014 წლებში ჩატარებული ტრეინინგების სერიას (11 ტრეინინგი).პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40 მუზეუმის თანამშრომლები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვის (Fundraising), საპროექტო განაცხადის შემუშავებისა და პროექტის
მენეჯმენტის მიმართულებით, გაეცნობიან სამუზეუმო მარკეტინგის სტრატეგიებს და
თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაუმჯობესებას მუზეუმში დამატებითი დაფინანსების მოზიდვისა და გარკვეული კომერციული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
ტრეინინგების ორგანიზება ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმებში ქმედითი რეფორმის განხორციელებას, სამუზეუმო მენეჯმენტის დონის ამაღლებას,
განვითარების ინოვაციური სტანდარტების დანერგვას, მუზეუმებში კულტურულ-
საგანმანათლებლო და სხვა პროგრამების განვითარებას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც დიდად წაადგება ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე
გადასვლას XXI საუკუნის მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ.