სერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი

სერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი

    18 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლემ "სერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი" შეიძინა. ხელოვნების ნიმუში სერგო ქობულაძის ნათესავის, მხატვარ ილია ტატიშვილის ოჯახში ინახებოდა.

    საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხანძრის შემდეგ, მხატვარმა ფარდის აღდგენა გადაწყვიტა და მეორე ესკიზის შექმნა დაიწყო, თუმცა ქობულაძემ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, ესკიზი მისმა დეიდაშვილმა და ასისტენტმა ილია ტატიშვილმა დაასრულა. 

    ნახატი რეპინისეულ ტილოზე, კვერცხის გულით დამზადებული საღებავებითაა შესრულებული. 

    ვინაიდან ხელოვნების სასახლეში სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული ოპერის ფარდის პირველი ესკიზიც ინახება, სპეციალისტებს უნიკალური ფარდის აღდგენის შანსი ეძლევათ.