გერმანელი მხატვრები კავკასიაში

გერმანელი მხატვრები კავკასიაში

    20 ივლისს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლეში გამოფენა ‘გერმანელი მხატვრები და კავკასია’ გაიხსნა.
    გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XIX საუკუნის გერმანელი მხატვრების ფრიდრიხ ფრიშის, ფრანც კრიუგერის, პაულ და ჰელენ ფონ ფრანკენების ტილოები, რომლებიც კავკასიის ბევრი ქალაქისა თუ სოფლის პეიზაჟებს გადმოგვცემენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ხელოვანთა ნამუშევრები მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებს წარმოადგენენ, რამდენადაც XIX საუკუნის საქართველოს და აქ განვითარებულ მრავალ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასა თუ პიროვნებას ასახავენ. 
    ქართულ გერმანულ ურთიერთობებს მრავალწლიანი ისტორია აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მოღვაწეობა XIX საუკუნის საქართველოში. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული თბილისის კულტურულ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო გარკვეული ევროპული ღირებულებების შემოტანასა და დამკვიდრებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
    გამოფენა ხელოვნების სასახლეში სექტემბრამდე გაგრძელდება.