4 დეკემბერს, 16 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში მუზეუმის დამაარსებლის დავით არსენიშვილის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა.
დავით არსენიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად 1927 წელს თბილისში თეატრალური მუზეუმი დღევანდელი ხელოვნების სასახლე დააარსა, რომელიც ამიერკავკასიაში ამ ტიპის პირველი სიძველეთსაცავი იყო. უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია მის მიერ 1913 წელს, მოსკოვში მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით გახსნილი თავისუფალი თეატრის ფარდა, რომელიც საქვეყნოდ განთქმული მხატვრის კონსტანტინე სომოვის მიერ შეიქმნა და რამოდენიმე მილიონ დოლარად არის შეფასებული.
1944 წლებში დავით არსენიშვილმა მოსკოვის დონის მონასტერში ქართველ მეფეთა და ლიტერატურულ მოღვაწეთა საფლავები გადაარჩინა. მანვე, პირველმა მიაკვლია ვახტანგ მეექვსისა და მეფე თემურაზის დაკარგულ აკლდამებს ასტრახანის მონასტერში.
აღსანიშნავია დავით არსენიშვილის ღვაწლი ანჩისხატის ეკლესიის აფეთქებისაგან გადარჩენის საქმეში. საფრთხის გამწვავებისთანავე იგი გადავიდა ეკლესიაში და ტერიტორია არ დატოვა ვიდრე არ დარწმუნდა რომ ტაძარი უსაფრთხოდ იყო.
1949 წელს დავით არსენიშვილი ანდრეი რუბლოვის მუზეუმის პირველი დირექტორია, მის სახელს ასევე უკავშირდება მაცხოვრის სახელობის ანდრონიკეს მონასტრის რესტავრაცია და დანგრევას გადარჩენა.
მიუხედავად იმისა, რომ შეუფასებელია დავით არსენიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებაში, საბჭოთა საქართველოს ხელიდსუფლების მიერ იგი რეპრესირებული იყო და იკრძალებოდა მისი ღვაწლის საზოგადოდ წარმოჩენა, ამიტომ, მხოლოდ 110 წლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოს პირველად მიეცა საშუალება დავით არსენიშვილს ძეგლი დაუდგას.