იოსებ სუმბათაშვილის 100 წლის იუბილე

იოსებ სუმბათაშვილის 100 წლის იუბილე

      10 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში იოსებ სუმბათაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნლი გამოფენა გაიხსნა.

    ექსპოზიციაზე წაროდგენილი იყო იოსებ სუმბათაშვილის მიერ შექმნილი კინოსა და თეატრის ესკიზები, ასევე მედეა ჯაფარიძისათვის შექმნილი ჯულიეტას კოსტუმი სპექტაკლიდან ‘რომეო და ჯულიეტა’. ხელოვნების სასახლის, ხელოვნების მუზეუმის, არჩილ გელოვანისა და ალექსანდრე ბაგრატიონის პირად კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს ხელოვნების სასახლის საექსპოზიციო სივრცემ 20 დეკემბრამდე უმასპონძლა.

    იოსებ სუმბათაშვილი იმ მხატვართა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც თავისი შემოქმედება მთლიანად მხატვრობას მიუძღვნეს. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა თავის მეგობრის, ცნობილი მხატვრის, ფარნაოზ ლაპიაშვილის რჩევით, სამხატვრო აკადემიაში გვიან ჩააბარა, მან შეძლო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართული და არა მარტო ქართული თეატრისა თუ კინოს მხატვრობაში.

    მისი მოღვაწეობის მანძილზე სუმბათაშვილმა მთავარ მხატვრად მუშაობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ჯოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. თანამშრომლობდა გორის, ჭიათურის, რუსთაველის თეატრებთან. გაფორმებული აქვს ზ. ფალიაშვილის ოპერა დაისი და მრავალი სხვა დადგმა. მნიშვნელოვანია სუმბათაშვილის ღვაწლი კინემატოგრაფიაში, მხატვარს შესრულებული აქვს დეკორაციის ესკიზები კინოფილმისათვის „ქეთო და კოტე“, „ცისკარა“, „მაგდანას ლურჯა”, აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე I პრემია დაიმსახურა.