’შედევრის გაცოცხლება’ ფილმის პრეზენტაცია

’შედევრის გაცოცხლება’ ფილმის პრეზენტაცია

    27 იანვარს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიასა და "არტარეას"ერთობლივი დოკუმენტური ფილმის - "შედევრის გაცოცხლება" პრეზენტაცია გაიმართა.
    ფილმში გამოყენებული საარქივო მასალები თუ ფარდის აღდგენის პროცესში ჩართული პირების ინტერვიუები, დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემს უნიკალური ფარდის შექმნის იდეის ჩასახვიდან მის სისრულეში მოყვანამდე და შემდგომ ხანძრის მიერ მის განადგურებიდან შედევრის ხელმეორედ გაცოცხლებამდე.