10 მარტს, ხელოვნების სასახლეში, საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი, რომელშიც შესულია მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო მასალა, „სიყვარულის სასახლის“ ისტორია დაპროექტებიდან საბოლოო სახის მიღებამდე და მის აგებასთან დაკავშირებული საინტერესო და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფაქტები, ხელოვნების სასახლისა და აქ განთავსებული კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს.
კატალოგი „პალიტრა L“-მა მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიას საერთო რედაქციით გამოსცა.