გიორგი თექთურმანიძის პერსონალური გამოფენა

გიორგი თექთურმანიძის პერსონალური გამოფენა

    23 მარტს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლეში  ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის გიორგი თექთურმანიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

      წარმოდგენილი იყო 60 ნამუშევარი, როგორც ქანდაკება ასევე სახვითი ხელოვნების ნიმუშები. მხატვარი სხვადასხვა დროს  ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა თუმცა აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლეში მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო.

       გიორგი თექთურმანიძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. პედაგოგები: თენგოზ ღვინიაშვილი, ჯუნა მიქატაძე და ირაკლი ოქროპირიძე.

      მის მიერ შექმნილი ქანდაკება ვახტანგ გორგასალი დგას ყაზბეგში,  აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი - ბოლნისში და თბილისში კიკვიძის ბაღში, მიმინო და ხოხობი (კონცეფციის ავტორი ნიკუშა შენგელაია) - აბანოთუბანში.

       სხვადასხვა ეკლესიებისთვის შექმნილი აქვს ბარელიეფები, რელიეფები, მაგ: სამების უკანა კოშკზე ლომის, ვაზის გამოსახულება და სხვა.