ლაზაშვილების ანტიკვარული კოლექციის გამოფენა-გაყიდვა

ლაზაშვილების ანტიკვარული კოლექციის გამოფენა-გაყიდვა

    7აპრილს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნების სასახლში უპრეცენდენტო გამოფენა გაიხსნა. პირველად, ხელოვნების სასახლის ისტორიაში ცნობილი ქართველი კოლექციონერის დავით ლაზაშვილის ანტიკვარული კოლექციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საზოგადოებას საშუალება ექნება არა მარტო დაათვალიეროს ძველი თავადური საგვარეულოს წარმომადგენელთა ძვირფასი ნივთები არამედ სურვილის შემთხვევაში შეიძინოს კიდეც.
    ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბაგრატიონების, მუხრანბატონების, ჭავჭავაძეებისა და ამილახვრების ნაქონი ნივთები. კოლექცია დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში გროვდებოდა და იგი ევროპული სკოლის წარმომადგენლების მათ შორის მურილიოს სკოლის ნახატებს მოიცავს. აქვეა წარმოდგენილი რუსული საიმპერატორო ჭურჭელი, ფრანგული და ჩინური გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მსოფლიოში ცნობილი ფირმის ‘ფაბერჟეს’ საიუვილერიო ნაწარმი. გამოფენაზე წარმოდგენილია დიდი ფერწერული კოლექცია რომელიც მე-18-19 საუკუნეების რუსულ და ევროპულ ნამუშევრებს აერთიანებს.