მარის ლიეპა - ’ნახტომი მარადისობაში’

მარის ლიეპა - ’ნახტომი მარადისობაში’

    10 მაისს,  ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებითა და ანსამბლ „გეორგიკას“ მონაწილეობით, საქართველოს ხელოვნების სასახლემ მეოცე საუკუნის ლეგენდარული მოცეკვავის მარის ლიეპას უნიკალური ფოტოებისა და კოსტიუმების ექსპოზიციას უმასპინძლა.
    მრავალი სახელმწიფო ჯილდოს, მსოფლიოს ქორეოგრაფიული საზოგადოებების არაერთი პრიზის და ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერის მარის ლიეპას სცენაზე განსახიერებულ როლებსა და კინოგმირებს დიდ პატივს სცემდნენ და ეთაყვანებოდნენ ვახტანგ ჭაბუკიანის სამშობლოში. რაც მთავარია, მას ემადლიერებოდნენ ულამაზესი და წარმატებული დუეტის: ნინო ანანიაშვილი-ანდრის ლიეპა, შექმნის გამო. 
    ვირტუოზი შემოქმედი ვირტუოზული დინასტიის ფუძემდებელიც აღმოჩნდა, მისმა შვილებმა: ილზემ და ანდრისმა, გააგრძელეს და გაამრავლეს მამის დაწყებული საქმეები, ისინი მარის ლიეპას მიერ სცენაზე თუ ცხოვრებაში დამკვიდრებული რაფინირებული და გამორჩეული სტილის ღირსეული გამგრძელებლები გახდნენ, ბრწყინავდნენ მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე და სცენის მიღმაც მრავალმხრივად საინტერესო და სასარგებლო მოღვაწეობას აგრძელებენ. მარის ლიეპას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ამოქმედება ამის კიდევ ერთი მაგალითია.ფონდი უკვე 20 წელზე მეტია არსებობს და ხელოვნების ხელშეწყობას ემსახურება. ამ წლების მანძილზე ლიეპების ფონდმა არაერთი სასიკეთო და საინტერესო პროექტი განახორციელა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და, რასაკვირველია. საქართველოშიც. ილზე ლიეპას შესანიშნავი „თეატრალური ზღაპრები“ ჯერ ქართულად ითარგმნა და მერე გამოვიდა მშობლიურ ლატვიურ ენაზე რიგაში, ანდრის ლიეპა კი იყო პირველი მოწვეული ქორეოგრაფი, რომელმაც განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განახორციელა ი.სტრავინსკის ბალეტის („ფასკუნჯი“) დადგმა. 
    გამოფენა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს თეატრის, კონოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის-ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში და ქართული ანსამბლის - „გეროგიკას“ მონაწილეობით ხელოვანის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.