18 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლეში თანამედროვე ქართული ქრისტიანული ხატების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ქრისტიანული ხელოვნების შედევრები, ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული ძვირფასი ძეგლები, კვერცხის ტემპერით დახატული სახეები, ტიხრული მინანქრით დამშვენებული ხატები, ხელოვნების ნიმუშები რომლებზეც უიშვიათესი სახეებია გამოსახული.
განსაკუთრებული აღნიშვის ღირსია „შეწიაღებული ღვთისმშობლის“უდიდესი ქართველი მოაზროვნეების - იოანე პეტრიწისა და იოანე ჭიმჭიმელის, კვირიკესა და ივლიტას, ძმები კარბელაშვილების, ექვთიმე კერესელიძისა და ფილიმონ ქორიძის საუცხოო იკონოგრაფია.
ხელოვნების ნიმუშები შესრულებულია თამარ გოჩიაშვილის, დავით ხიდაშელისა და დეა ჯაბუას მიერ ზურაბ ჩიქვანიძის, პაატა ღონღაძის, გეგი ქურდიანის, ანდრია ჩიქვინიძის, ვაჟა სვიმონიშვილისა და ზაზა მაჭავარიანის თანამონაწილეობით.
გამოფენა 30 მაისამდე გაგრძელდება.