26 მაისს, ხელოვნების სასახლემ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. მუზეუმის ფოტო არქივის გამოყენებით, რუსთაველის პროსპექტზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა იმ საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები დაეთვალიერებინა რომლებმაც ფასდაუდებელი ღაწლი გასწიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში.