"შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში"- პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ნიჭიერ ხელოვანებს ეძლევათ უნიკალური შანსი გაიმდიდრონ შემოქმედებითი გამოცდილება და მიიღონ სხვადასხვა სახის მასტიმულირებელი ჯილდოები.
6ივნისს, 12 საათზე, ხელოვნების სასახხლის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა.
ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელმა თათია გურგენიძემ პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ ახალგაზრდა ხელოვანებს კონკურსის პირობები გააცნო, რომლის ფარგლებშიც თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა სასურველი აფორიზმი რუსთაველის ან შექსპირისს შემოქმედებიდან დაასურათოს, გააფორმოს ან თუნდაც გამოაქანდაკოს. გამარჯვებულ ნამუშევრებს თბილისის სამხატვრო აკადემია და საქართველოს ხელოვნების სასახლე 500 ლარიანი პრემიებით დააჯილდოვებს, გამორჩეული შემოქმედების ავტორს ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის შესწავლის ორ კურსს დაუფინანსებს, წიგნის ეროვნული ცენტრი კი საუკეთესო ნამუშევრების რეპროდუქციებს დაბეჭდავს და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაავრცელებს.