ფოტო-გამოფენა

ფოტო-გამოფენა

    18 ივნისს, საქართველსო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ფოტო-გამოფენა „ანისი-ათას ერთი ტაძრის ქალაქი“ გაიმართა. 
    ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თურქეთში, ყარსის ტერიტორიაზე მდებარე უძველეს ისტორიულ ქალაქ ანისის უნიკალური ფოტო-მასალა, რომელიც 2015 წელს ტურისტულ კომპანია „გუდ თრეველის“ ორგანიზებულ ექსპედიციის დროს ფოტოგრაფ გოგა ჩანადირმა მოაგროვა.
    "ქაჯეთის ციხე”, “ჩანგლი”, "ჩრდილის ტბა” ამ და სხვა მრავალ ისტორიულ ძეგლთა ფოტოების გარდა, საზოგადოება ასევე იხილავს ისტორიულ ქალაქში შემორჩენილი ორი ქართული ტაძრის ფოტოებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ტაძარში ფოტოგრაფმა შეძლო წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკის გადაღებაც.

    გარდა საინტერესო ექსპოზიციისა, კომპანია „გუდ თრეველ-მა“ გამოფენაზე მოსულ სტუმრებს სხვადასხვა სახის სიურპრიზები მოუმზადა.. ღონისძიების დასასრულს, ხელოვნების სასახლეში მოსულ სტუმრებისათვის ევროპის, ტაო-კლარჯეთის, კაბადოკიის, ლორეს, თუშეთის და სხვა მრავალი საინტერესო ქვეყნის/ქალაქის ტური გათამაშდა.

    საქართველოს ხელოვნების სასახლისა და ტურისტულ კომპანია „გუდ თრეველის“ ერთობლივი პროექტის მთავარი მიზანი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების პოპულარიზებაა.