დევიდ მაკის პერსონალური გამოფენა

დევიდ მაკის პერსონალური გამოფენა

    23 ივნისს, ხელოვნების სასახლეში ამერიკელი მხატვრისა და ავტორის დეარდევილის, ელიესის: ჯესიკა ჯონსის და კაბუკის შემქმნელისა და მხატვრის , დევიდ მაკის გამოფენა გაიხსნა.
    დევიდ მაკი გახლავთ კაბუკის კომიქსის სერიების შემქმნელი და მწერალი. ასევე მარველის დეარდევილის მწერალი და მხატვარი. მან შექმნა პოლ მაკარტნის, ამანდა პალმერის, თომას ჯეინსის და ვინსენტ დონოფრიოს მუსიკალური ალბომების დიზაინი. იგი მუშაობს/ქმნის ანიმაციას MTV-სთვის და წერს რეჟისორ ჯონ ჰუსა და კომპანია ელექტრონული ხელოვნებისთვის ვიდეო თამაშების პერსონაჟების დიზაინს.
    მისი შემოქმედების ნუსხაშია ინტერაქტიული, ანიმაციური პრომო „შეუძლებელი მისია ოთხისთვის“, ნახატები ექიმ არუნ გრანდის ესესთვის "არაძალადობის კულტურა" და სხვა.
    გამოფენაზე გარდა კაბუკისა და დეარდევილის ნახატებისა გამოფენილია „Fight Club 2”-ის გარეკანები, ხელოვანოს პირადი ნამუშევრები და გამოჩენილი ადამიანების პორტრეტები. 
    გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 კვირა გაგრძელდება.