27 ივნისს, 14 საათზე, ხელოვნების სასახლეში ანზორ ერქომაიშვილის არქივისა და იუნესკოს მიერ გაცემული უნიკალური დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
ხელოვნეის სასახლის დავით არსენიშვილის სახელობის დარბაზში, თავი მოიყარეს ანზორ ერქომაიშვილის ახლობლებმა, მეგობრებმა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა.
ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას პირადად გააცნო ის უმნიშვნელოვანესი ნივთები რომლებიც მის არქივს ასე უნიკალურს ხდის.
2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი. ამ ისტორიული მოვლენის დამადასტურებელი სიგელი ანზორ ერქომაიშვილის არქივში ინახებოდა.
საქართველოს ხელოვნების სამსახურებული მოღვაწის გადაწყვეტილებით, ეს უმნიშვნელოვაანესი დოკუმენტი ხელოვნების სასახლეს გადაეცა. იუნესკოს სიგელთან ერთად მუზეუმის კუთვნილება გახდა ცნობილი ქართველი მომღერლისა და ლოტბარის არტემ ერქომაიშვილის უნიკალური არქივიც.
კოლექციაში ინახება ძვირფასი ფოტოები, ხელნაწერები, 100-ზე მეტი ფირფიტა და ხალხური სიმღერის ჩანაწერი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის იშვიათი ხელნაწერები, რომლებიც გურული ხალხური სიმღერების ტექსტებს შეიცავენ.
ხელოვნების სასახლემ მადლიერებით მიიღო უმნიშვნელოვანესი საგანძური, რომლის გარკვეული ნაწილიც მუზეუმის მუდმივ საექსპოზიციო სივრცეში დაიდებს ბინას.