დავით დრონის პერსონალური გამოფენა

დავით დრონის პერსონალური გამოფენა

    1 ივლისს, ხელოვნების სასახლეში ჰიპერრეალიზმის წარმომადგენლის, მხატვარ-დიზაინერის დავით დრონის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
    გამოფენაზე წარმოდგენლია მხატვრის ბოლოდროინდელი ნამუშევრები: ავტომობილები, ხომალდები, პორტრეტები და ფანქარსა და აკვარელში შესრულებული 50-მდე სხვადასხვა თემატიკის ნახატი.

    დავით დრონი დიზაინის საერთაშორისო სკოლის პირველი კურსის სტუდენტია, თუმცა ერთი წელი სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინზეც ისწავლა. მისი კარიერა სწრაფად იზრდება. 2012 წელს საუკუნის დიზაინერად აღიარებულ და "ფერარის" და "ლამბორჯინის" დიზაინის შემქმნელ ჯორჯეტო ჯუჯაროსთან შეხვედრისას, დამწყებმა ხელოვანმა დიდი სტიმული და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა, დავითის ნამუშვერების ნახვისას მსოფლიოში აღიარებულმა დიზაინერმა აღფრთოვანება არ დამალა და მის მიერ შესრულებულ ოდრი ჰეპბერნის პორტრეტს „ბრავო“ მიაწერა.

    მანქანების დიზაინი, კონცეპტარტი და ინდუსტრიალური დიზაინი - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მრავალფეროვანი მიმართულებებისა რაშიც მხატვარი სიამოვნებით მუშაობს.

    შემოთავაზებები აქვს გერმანიიდან, თუმცა საყურადღებოა რომ ცოტა ხნის წინ ევროპის დიზაინის საერთაშორისო სკოლის წარმომადგენლებმა მისი მრავალფეროვანი ჩანახატების ნახვის შემდეგ აღნიშნეს რომ ახალგაზრდა მხატვარს აშკარა ნიჭი და პოტენციალი გააჩნია აღნიშნულ სკოლაში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს.

    გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.