ეუთოს ყოველწლიური სესიის 25-ე საპარლამენტო ანსამბლეა

ეუთოს ყოველწლიური სესიის 25-ე საპარლამენტო ანსამბლეა

    3 ივლისს, ხელოვნების სასახლემ ეუთოს ყოველწლიური სესიის 25-ე საპარლამენტო ანსამბლეის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. სტუმრები მსოფლიორ 56 ქვეყანას აერთიანებდნენ და სპეციალურად მათთვის შედგენილ პროგრამის ფარგლებში ხელოვნების სასახლის უნიკალურ საგანძურს გაეცვნენ. ორ ნაწილად გაყოფილმა ჯგუფმა (ინგლისურენოვანი/რუსულენოვანი) დაათვალიერეს როგორც დროებითი ასევე მუდმივი საგამოფენო დარბაზები, ნახეს ფონდებში დაცული რარიტეტული ხელნაწერები, ჩანახატები და უნიკალური კოსტუმები, რომელთა რესტავრაციაც ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში მიმდინარეობს. 
    ექსკურსიის დასასრულს, სტუმრებმა დადებითი ემოციები და კომპლიმენტები არ დაიშურეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში მიღებული შთაბეჭდილებები განსაკუთრებული და ყველაზე დასამახოვრებელია მათთვის