’შექსპირი ქართულ სცენაზე’

’შექსპირი ქართულ სცენაზე’

    10 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
    სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში გამოფენა „შექსპირი
    ქართულ სცენაზე“ გაიხსნა.
    გამოფენაზე წარმოდგენილია შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული ისეთი მნიშვნელოვანი თეატრის მხატვრების მიერ შესრულებული სპექტაკლების ესკიზები და ფერწერული ტილოები როგორებიცაა: პეტრე ოცხელი, დავით კაკაბაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ირინა შტენბერგი, გოგი გუნია, სოლიკო ვირსალაძე, ნიკა ყაზბეგი და სხვები.
    გარდა ამისა, ექსპოზიციაზე გამფენილია ახალგაზრდა ხელოვანების მიერ შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც „რუსთაველი და შექსპირი ხვდებიან
    საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურის შედეგად
    შეირჩა. 
    დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს, ანანო მოსიძის მიერ შექმნილი სამი თეატრალური კოსტიუმი, რომლებიც მუსიკისა და დრამის თეატრის რეპერტუარში არსებულ სპექტაკლ ’მაკბეტი’-სათვის შეიქმნა..
    შექსპირი და მისი შემოქმედება თამამად შეიძლება ითქვას, ჩვენი ეროვნული სასცენო ხელოვნების, მხატვრობისა და მთარგმნელობითი მოღვაწეობის განუყრელ ნაწილად იქცა, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ამ უნიკალური საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილია დაცული. სწორედ ამიტომ, ხელოვნების სასახლემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ორ ენოვანი დიდი ფორმატის 200 გვერდიანი ფერადი
    კატალოგი - „შექსპირი ქართულ სცენაზე" გამოსცა. კატალოგში შესულია 300-მდე
    სცენოგრაფიული და ფერწერული ნიმუში. აქ იხილავთ ვ.ბალანჩივაძის, დ.კაკაბაძის, პ.ოცხელის, მ.ჭიაურელის, ი. სუმბათაშვილის, ს.ვირსალაძის,
    გ.გუნიას. ი.შტენბერგის და სხვათა ნამუშევრებს. ალბომში ასევე შევიდა უნიკალური აფიშების კოლექცია. გამოცემა უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავს მიეძღვნა. შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ამ ტიპის ალბომი საქართველოში პირველად დაიბეჭდა.
    გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.