ვახტანგ ნინუას საიუბილეო საღამო

ვახტანგ ნინუას საიუბილეო საღამო

    9 ნოემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში ვახტანგ ნინუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ჯორჯ ბალანჩინისა და დავით არსენიშვილის სახელობის საგამოფენო დარბაზებში ხელოვანის მოღვაწეობის ამსახველ ფოტო-მასალასთან ერთად მის მიერ შესრულებული როლების თეატრალური და კინო აფიშები გამოიფინა. სპეციალურად მომზადებული ვიდეო-რგოლის საშუალებით ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ კინოსა და თეატრის მსახიობის მიერ შესრულებული სხვადასხვა სახასიათო გმირები გაეხსენებინათ. 
    აღსანიშნავია, რომ გამოფენასთან ერთად გაიმართა ვახტანგ ნინუასადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაციაც, რომელშიც თავმოყრილია წერილები, მოგონებები, პუბლიკაციები და სხვადასხვა სტატიები მსახიობის შემოქმედებასა და მისი მოღვაწეობის შესახებ. 
    მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვახტანგ ნინუას საქმიანობა თეატრისა და კინოსაგან საკმაოდ შორს იყო, მისმა ნიჭმა და ტალანტმა იგი მარჯანიშვილის თეატრში მიიყვანა სადაც მან 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებული აღნიშნვის ღისრსია: ბელარდო - ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“, სადაც მან ვასო გოძიაშვილთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად ითამაშა, გაიოზ ხავთასი - რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“, ჯემალ ვერძაძე - ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“ და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ნინუას არცერთი როლი სტანდარტული და იოლად შესარულებელი არ ყოფილა. მას უწევდა ყოფილიყო კომიკურიც, ბრიყვიც, ფლიდიც და გაიძვერაც, რასაც მისი განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭის დამსახურებით შესანიშნავად განასახიერებდა.