21 აპრილიდან, ხელოვნების სასახლის ახალი საგანმანათლებლო–შემეცნებითი საბავშვო პროგრამა - „ბერიკები ხელოვნების სასახლიდან“
1. ბავშვები დაათვალიერებენ თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს სასახლეს, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
2. გაეცნობიან მუზეუმის დაარსების ისტორიას. იმოგზაურებენ საინტერესო სამყაროში, დაათვალიერებენ 8 მუდმივმოქმედ საგამოფენო დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. ასევე იხილავენ 2 დროებით საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილ ექსპოზიციას (სადაც პერიოდულად სხვადასხვა საინტერესო გამოფენები ეწყობა.)
3. პროგრამის ფარგლებში „ბერიკები ხელოვნების სასახლიდან“ მონაწილეები მოისმენენ ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრის შესახებ - ბერიკაობა საქართველოში.
4. კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გაეცნობიან ბერიკაობის ამსახველ მასალებს სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ ესკიზებს, რომელიც დაცულია ხელოვნების სასახლეში.
5. ასევე, ბავშვებს ექნებათ საშუალება ნახონ მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი ლადო გუდიაშვილის , არუთინ შამშინოვის მიერ ბერიკაობისა და ყეენობის თემაზე შესრულებული ტილოები.
6. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები შეძლებენ დაამზადონ საკუთარი ხელით ბერიკული ნიღბები და გახდნენ ბერიკები ხელოვნების სასახლიდან.
7. პროგრამის მიზანია დავაინტერესოთ ბავშვები მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით. გავაცნოთ ქართული თეატრის საწყისები. ხელი შევუწყოთ გამოიმუშავონ ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარი.
პროგრამა განკუთვნილია: სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-30
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 4 ლარი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: +995 (32) 95-36-86 მობ: 593-11-33-91
მის. „ხელოვნების სასახლე“ ი. კარგარეთელის ქ. №6