“ქსოვილი საქართველოდან “ სამეცნიერო კვლევითმა პროქტმა 2018 წლის ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა

“ქსოვილი საქართველოდან “ სამეცნიერო კვლევითმა პროქტმა 2018 წლის ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა

    2018 წლის 15 მაისი, ბრიუსელი / ჰააგა - დღეს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების - ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2018 წლის მფლობელებიგამოავლინეს. აღიარება4 ნომინაციაში - კონსერვაცია; კვლვა; განსაკუთრებული ღვაწლი; განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება  - 17 ქვეყნის 29 ლაურეატმა მოიპოვა.  „ქსოვილი საქართველოდან“ - სამეცნიერო კლევითი პროექტი წლევანდელ გამარჯვებულთა შორისაა. ევროპის კულტურული მემკვიდრეობის წლის აღნიშვნის ფარგლებში, დამოუკიდებელმა ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძვნებულ პროექტებზე. ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2018 წლის გამარაჯვებულების დაჯილდოვება 22 ივნისს, ბერლინში, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართება.

    მოქალაქეებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობა აქვთ მხარი დაუჭირონ და ხმა მისცენ მათთვის საინტერესო პროექტს პრიზის  - „საზოგადოების რჩეული“ მოსაპოვებლად.

     2018 წლის, ევროპისმემკვიდრეობის განსაკუთრებითწარმატებულ პროექტებსშორისაა: საბერძნეთისბიზანტიურიეკლესიისრეაბილიტაცია; ეკლესიაში არსებულიმე-8-9საუკუნეებითდათარიღებულიუნიკალური ფრესკების გადარჩენა შესაძლებელიგახდაბერძნულდაშვეიცარიულორგანიზაციებსშორის ნაყოფიერითანამშრომლობის შედეგად.

    ევროპის ისტორიული სახლების მემკვიდრეობის დაცვის ახალი მეთოდის დანერგვამ, ხუთი საერთაშორისო ინსტიტუტის ერთობლივმა მუშაობამ საფრანგეთში, იტალიასა და პოლონეთში და არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო კავშირებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვენეციის დაცვის 30 წლიანი პროგრამის შემუშავებაში და ასევე, საზოგადო/საგანმანათლებლო პროგრამის ჩამოყალიბებაში, რომლის ფარგლებშიც ფინეთში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ მათი კულტურული მემკვიდრეობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა შესაძლოა ევროპის მასშტაბით მსგავსი ინიციატივების საწინდარი გახდეს.

    "ვულოცავ 2018 წლის "მემკვიდრეობის ჩემპიონებს", რომლებიც შერჩეულნი არიან ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას  ჯილდოებისთვის. მონაწილე პროფესიონალთა განსაკუთრებული უნარ-ჩვევების, კრეატიულობის, შრომისმოყვარეობისა და სულგრძელობის აღმოჩენა  ჩვენთვის მეტად შთამბეჭდავია. იმსახურებენ რა პატივისცემასა და მხარდაჭერას, თითოეული გამარჯვებული პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი წარსულის ხსოვნა; ეს გახლავთ აწმყოს შეცნობისა და მომავლისკენ სწრაფვის ძირითადი რესურსი. სწორედ ამიტომ, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის წლის გამოყენებით, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი საერთო  კულტურული მემკვიდრეობა ევროპის მომავლისათვის!“ - განაცხადა პლასიდო დომინგომ, ცნობილმა ოპერის მომღერალმა და ევროპა ნოსტრას პრეზიდენტმა.

    "კულტურულიმემკვიდრეობაევროპისერთ-ერთიყველაზეძვირფასიაქტივია. ისაშენებსხიდებსხალხსადასაზოგადოებასშორის, ისევეროგორცწარსულსადამომავალსშორის. ის ევროპეთა იდენტობის განმსაზღვრელი მთავარი ქვაკუთხედია და სოციალურ ეკონომიკური განვითარების მხრივ უმნიშვნელოვანეს როლს ითავსებს.   

     

    ვულოცავ 2018 წლის ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას გამარჯვებულებს. მათინიჭისადათავდადების წყალობით ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს დაცული და გადარჩენილია. რაც მთავარია, მათი მუშაობის შედეგად, ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად პროფესიისა თუ წარსულისა  შესაძლებლობა აქვს აღმოაჩინოს და შეიმეცნოს ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა“ - აღნიშნა ტიბორ ნავრაჩიჩმა, ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში. 

    ლაურეატების გამოსავლენად დამოუკიდებელმა ჟიურიმ ევროპის 31 ქვეყნის სხვადახვა ორგანიზაციის და ინდივიდებისგან მიღებული 160 განაცხადი განიხილა.

    ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2017 წლის გამარაჯვებულების დაჯილდოვება მოხდება 22 ივნისს, ბერლინის კონგრესის ცენტრში გამართულ ევროპის მემკვიდრეობის დაჯილდოვების ცერემონიაზე და მას წარუძღვებიან ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი და მაესტრო პლასიდო დომინგო. ცერემონიაზე დასახელდება გრან პრის / €10,000-იანი ფულადი პრემიის 7 მფლობელი და პრიზის „საზოგადოების რჩეული“ გამარჯვებული.

     ევროპის მემკვიდრეობის დაჯილდოვების ცერემონიას აქვს პატივი უმასპინძლოს გერმანიის ფედრეაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვოლტერ შტეინმაიერს. ცერემონიას დაესწრება 1.000-მდე ადამიანი: კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პროფესიონალები, მხარდამჭერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ევროკავშირის ინსტიტუციების წარმომადგენლები მასპინძელი და წევრი ქვეყნებიდან. 

    გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი მიღწევები წარადგინონ სპეციალურ სესიაზე Excellence Fair, რომელიც ალიანს ფორუმზე, 21 ივნისს გაიმართება.  გარდა ამისა, 18-24 ივნისს, ბერლინში , ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სამიტის ფარგლებში „საერთო მემკვიდრეობა - საერთო ღირებულებები“  თემის გარშემო, მონაწილეებისათვის დაგეგმილია რიგი ღონისძიებები.სამიტი, რომელიც ორგანიზებულია ევროპა ნოსტრას, გერმანიის კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის (DNK) და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის (SPK) მიერ, მიზნად ისახავს ევროპის მსაშტაბით, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის წლის ფარგლებში დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის პოურაიზაციას.