ჩვენ შესახებ

შინაგანაწესი


გიორგი კალანდია
გენერალური დირექტორი
გიორგი კალანდია

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი  გიორგი კალანდია- საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორია. იყო რამდენიმე ქართული პოპულარული გადაცემის ავტორი.  2010 წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია. 2012 წლიდან ამავე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 2007 წელს დაასრულა ევროკავშირის პოლიტიკური სკოლა (სტრასბურგი), 2011 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის დუბლინის ECM კოლეჯი (ინგლისური ენა).

2004 – 2011 წლებში გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით თურქეთში, ინდოეთში, ეგვიპტეში, აზრებაიჯანში, სომხეთში, პორტუგალიაში, ინგლისში  მოეწყო  რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზღვარს მიღმა მცხოვრები ქართველების („ჩვენებურები“) ტრადიციების, ფოლკლორის  და არტეფაქტების შესწავლას. ექსპედიციების დროს ფირზე დაფიქსირდა ათეულობით ქართული სოფელი, ფოლკლორის ნიმუში და ისტორიული ძეგლი

2015-2016  წლებში გიორგი კალანდიამ შეისწვალა ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული უცნობი საისტორიო წყაროები საქართველოს სახელოვანი მეფის ერეკლე II-ის შესახებ. აღნიშნული ნაშრომი სახელწოდებით „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“ 2017 წელს გამოიცა. კალანდიამ არაერთი შრომა უძღვნა ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს მათ შორის აღსანიშნავია: „იტალია საქართველოში ათასწლოვანი დიალოგი“ (2011), „შექსპირი ქართულ მხატვრობაში“ (2013), „შექსპირი ქართულ თეატრში“ (2013), „უორდროპები და საქართველო“ (2014), „ქართველები I მსოფლიო ომში“ (2014), „გერმანელი მხატვრები და  კავკასია“ (2015),  „შექსპირი ქართულ სცენაზე“ (2016)

გიორგი კალანდიამ 2006 წელს  სამეცნიერო მონოგრაფია მიუძღვნა დადიანების სასახლეების არქიტექტურულ ანსამბლებს ზუგდიდში, გორდსა და სალხინოში. შეისწავლა სასახლეების მშენებლობის ისტორია, სამეგრელოს მთავართა სასახლის კარის წყობა და ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის დაარსების პერიპეტიები. მან პირველმა შეისწავლა და გამოაქვეყნა თურქეთში მცხოვრები ქართველი საზოგადო მოღვაწის აჰმედ მელაშვილის ბიოგრაფია წიგნში "ჩვენებურთა ბელადი"

2017 წელს გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით ჩატარებულმა სამეცნიერო პროექტმა სახელწოდებით „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ დაიმსახურა

2018 წლიდან გიორგი კალანდია ხელმძღვანელობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტს „უცნობი ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ (ტიუდორების არქივი)“

2019 წლის 30 ივნისს გიორგი კალანდია მიიღეს აზიის სამეფო საზოგადოების წევრად.

ირაკლი ზამბახიძე
გენერალური დირექტორის მოადგილე
ნინო თოდუა
გენერალური დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში
ირინე მოისწრაფიშვილი
ფონდების მთავარი მცველი
გიორგი კევლიშვილი
მთავარი ფინანსისტი
ნუცი კაჭახიძე
დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი
ირმა ბერიძე
საგამომცემლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მარიამ კიკვაძე
სამდივნოს უფროსი
თამარ მაისურაძე
ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდის მცველი
ლალი ხოსიტაშვილი
საგამოფენო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მარინე გოძიაშვილი
ფოტო ფონდის მცველი
გულნაზი სიხარულიძე
მეცნიერ-თანამშრომელი ფოტო ხელოვნების საკითხებში
გვანცა კუპრაშვილი
აფიშების ფონდის მცველი
ირაკლი ჭითანავა
ხელოვნების სასახლის მეორე კორპუსის მენეჯერი
მაია ნაგლაძე
ხელოვნების ნიმუშთა ფონდის მცველი
ლიკა ლეშკაშელი
საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი
ლეილა ჭიჭინაძე
სახვითი ხელოვნების ფონდის მცველი
ნინო ნასიძე
ბიბლიოთეკისა და რარიტეტულ გამოცემათა ფონდის მცველი
სოფიო კობახიძე
ბიბლიოთეკარი
გიორგი ჩაფრავა
საგამოფენო დარბაზების ტექნიკური მენეჯერი
რუიზან კასრაძე
ქაღალდის რესტვრატორი
ნათია ლომია
მკინძავ-რესტავრატორი
არტემ ანტანოსიანი
მხატვარ რესტავრატორი
რობერტ მიმინოშვილი
ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის ტექნიკური მენეჯერი
ირმა გეგიძე
ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის ფონდის მცველი
ცეცილია გამცემლიძე
ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ფონდის სპეციალისტი
ანა ლაცაბიძე
ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი
ნანა სვიმონიშვილი
ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის ადმინისტრატორი
თინათინ შველიძე
ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის არქივარიუსი
ნანა გულორდავა
ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი
რევაზ კოტრიკაძე
ხელოვნების სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების მუზეუმის მმართველი
ნონა გაფრინდაშვილი
ხელოვნების სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების მუზეუმის ფონდის მცველი
ქეთევან ბაიაშვილი
ხელოვნების სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი მუსიკისა და საკრავების საკითხებში
ეკა შოშიაშვილი
ხელოვნების სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი
სოფიო კოტრიკაძე
ხელოვნების სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების მუზეუმის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის სპეციალისტი
გიორგი მახარაძე
ხელოვნების სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების მუზეუმის კომენდანტი
მანანა დგებუაძე
ხელოვნების სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების მუზეუმის საგანმანათლებლო სივრცის კოორდინატორი
მანანა შამუგია
ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის ფონდის სპეციალისტი
იზოლდა მელიქიშვილი
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
სალომე წიკლაური
მუსიკის ფონდის მცველი